Why GurapaEdu

სწავლის ხელოვნება: როგორ იქცა სოფელ ჭოღიდან დაწყებული გზა საგანმანათლებლო ფილოსოფიად

The art of learning: how a path that began in the village of Chogha became a philosophy of education

დაიწყო მაშინ, როდესაც წლების წინ პირველი კერძო გაკვეთილი ჩავატარე. თუ ისტორიას უფრო ღრმად ჩავყვებით, ის დაიწყო მაშინ, როდესაც მეათე კლასში პირველად ვნახე ინგლისურენოვანი ვიდეო, რომელშიც ავტორი მათემატიკური ამოცანის ამოსახსნელად სხვადასხვა ხერხს გვთავაზობდა.

წლების განმავლობაში, მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, ნელ-ნელა იკვეთებოდა კონკრეტული მიზეზები და მიზნები, რამაც საბოლოოდ მიბიძგა საკუთარი სივრცის შექმნისკენ.

English version below ↓
1

ერთი და იგივე პრობლემა

შვიდი წლის განმავლობაში, რაც სწავლების პროცესში ვარ ჩართული (როგორც სკოლასა და უნივერსიტეტში, ისე კერძო რეპეტიტორად), მუდმივად ვაწყდებოდი ერთსა და იმავე პრობლემას, რომელიც თითქმის ყველა მოსწავლესთან იჩენდა და იჩენს თავს:

  1. 1საკითხის სიღრმისეულად არცოდნა და ამ ცოდნის მიღების სურვილის ნაკლებობა
  2. 2დეტალებისადმი უყურადღებობა
  3. 3ყველაზე მთავარისწავლის, როგორც იდეის, სილამაზისა და სიმარტივის ვერდანახვა

როდესაც ადამიანს უჭირს აღიქვას, რამდენად მარტივი, ელეგანტური და გამოსადეგია ესა თუ ის საგანი, სწავლის პროცესი მისთვის დამღლელი და სტრესული ხდება. მას უჩნდება განცდა, რომ რაკი პრინციპი ვერ გაიგო, თვითონ არ არის საკმარისად ნიჭიერი. სწავლის პროცესში კი ეს საკმაოდ დამთრგუნველი და საზიანო ემოციაა.

2

პროცესი, რომელიც გვაძლევს შედეგს და არა პირიქით

ჩემი მთავარი მიზანია შევქმნა სივრცე, სადაც აქცენტი იქნება არა მასწავლებელზე ან უბრალოდ მასალის „მიწოდებაზე“, არამედ გარემოზე, სადაც მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ სწავლის სიმარტივეს.

სწავლა არ არის საბოლოო წერტილი, სწავლა თავად არის პროცესი.

უზომოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ ეს ადრეული ასაკიდანვე იგრძნოს, რათა შეცნობისა და კვლევის გზა მისთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ბუნებრივი აუცილებლობაც გახდეს. დღევანდელ სამყაროში ხომ დამოუკიდებელი აზროვნებისა და კვლევის უნარის გარეშე ფონს გასვლა თითქმის შეუძლებელია. თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ახალი შესაძლებლობების ეპოქაში გაცილებით მნიშვნელოვანია იყო სწავლული, სწავლისა და შემეცნების მოყვარული, ვიდრე ნასწავლი და ისეთი კონკრეტული ცოდნით აღჭურვილი, რომელიც დღევანდელი სამყაროს განვითარების ტემპის პირობებში საკმაოდ მალე შეიძლება გამოუსადეგარი ან არასაკმარისი გახდეს.

წლების განმავლობაში დამიგროვდა უამრავი დაკვირვება და სხვადასხვა საგანში შექმნილი მასალა, როგორც ინდივიდუალური მეცადინეობებისთვის, ისე კლასებისთვის, სხვადასხვა ასაკის ჯგუფებისა და მიზნებისთვის. ეს მასალა აქამდე მიმობნეული იყო. დღეს, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, მათი გაერთიანება იმაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე. ამან საშუალება მომცა, ჩემი მრავალწლიანი შრომა ერთიან, რეალიზებულ პროექტად მექცია, რაც ძალიან მახარებს. სიხარულთან ერთად, რა თქმა უნდა, სიამაყის გრძნობაც მაქვს, როდესაც ერთ სივრცეში ვხედავ ყველაფერს, რასაც წლები დასჭირდა შესაქმნელად და დასახვეწად.

3

ორი ენა, რომელმაც ჩემი სამყარო შეცვალა

ამ ყველაფრის სიმბოლოდ იქცა სახელი GurapaEdu. ის აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს ენას, იმ ქართული ენის გვერდით, რომელზეც ამ ტექსტს ვწერ და რომელსაც ფუნდამენტური ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში.

Gurapaმეგრული

ფესვები და აზროვნების სტილი

„გურაფა“ მეგრულად სწავლას, როგორც მუდმივ პროცესს, ნიშნავს. ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ სამეგრელოს - მხარეს, რომელსაც საკუთარი უმდიდრესი ენა, იდენტობა და კულტურა გააჩნია.

ეს არ არის ენა, რომელიც მხოლოდ კომუნიკაციისთვის ისწავლება. ეს ენა, ისევე როგორც ყველა სხვა, აზროვნების წესია, რომელიც ბავშვობიდან მეხმარება სამყაროს განსხვავებულად დანახვასა და მოვლენების სხვადასხვა კუთხით შეფასებაში. ამავდროულად, სამეგრელო და მეგრული ენა ჩემი ფესვებიც არის და ჩემი წარსული გამოცდილებების პირველწყაროც, ამიტომ GurapaEdu-ში Gurapa სწავლისადმი სწორედ იმ პირველსაწყისი სიმარტივისა და სილამაზის დაბრუნებას ნიშნავს, რომელიც სწავლის პროცესს მუდამ თან სდევს.

Eduინგლისური

ხედვა და გლობალური შესაძლებლობები

ინგლისური ენა არის ინსტრუმენტი, რომელმაც არა მარტო მასწავლებლობის საშუალება მომცა, არამედ, პირველ რიგში, დამეხმარა საკუთარი თავისა და სწავლის ნამდვილი სიყვარულის აღმოჩენაში. ქართულ ენაზე დავიწყე სწავლა, ფიქრი, კომუნიკაცია, ხოლო ინგლისურმა ენამ გამიხსნა გზა იმ მასალებისკენ, რომლებმაც გამიფართოვა თვალსაწიერი და მასწავლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: სამყარო ძალიან დიდი და მრავალფეროვანია, ხოლო სწავლა-შემეცნება-აღმოჩენის გზაც შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული და საინტერესო. შესაბამისად, ეს ენა იყო ნამდვილი Big Bang, რადგან მან მაზიარა იმ სამყაროს, რომელსაც მანამდე მხოლოდ ქართული ენის მეშვეობით აღვიქვამდი.

4

Big Bang, ანუ იზოლაციიდან დიდ სამყარომდე

ბავშვობაში, როდესაც ჭოღის მე-2 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, ინტერნეტთან წვდომა იყო როგორც რთული, ასევე უცხო. სასწავლო რესურსებიც ძალიან მწირი იყო. ხარისხიანი სასწავლო მასალის მოძიება ქართულად, განსაკუთრებით მათემატიკაში, ძალიან რთული იყო. ინფორმაციული ვაკუუმი და სამყაროსგან მოწყვეტილობა ჩაკეტილობის მძიმე განცდას ბადებდა.

როდესაც ძველ პენტიუმის კომპიუტერს მოდემის ნაცვლად ვაიფაის უკავშირებ (ნელს, მაგრამ შედარებით სტაბილურს) და ამ დიდ სამყაროს პირველად ეზიარები, უცებ აცნობიერებ, რამდენად წინ არის წასული ყველაფერი, რამდენი რამ არის აღმოსაჩენი და რამდენი დრო გაქვს დაკარგული. ამის გაცნობიერება და შემდეგ ამ გრძნობის უკუგდება ძალიან დიდი გამოწვევაა.

მაშინრესურსი თითქმის არ იყოარც ინტერნეტი, არც საკმარისი მასალა
დღესზღვა რესურსი და მასალაახალი გამოწვევა სწორი არჩევანია

დღევანდელ რეალობაში, სადაც უამრავი სასწავლო მასალა არსებობს, ახალი გამოწვევა იჩენს თავს: სწორი არჩევანის გაკეთება. როდესაც ადამიანი ბევრი არჩევანის წინაშე დგას, თითოეული არასწორი გადაწყვეტილების ფასი დაკარგული დროა. სწორედ ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს იმის არჩევისას, თუ რას დავუთმობთ დროს - ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან, შეზღუდულ და არაგანახლებად რესურსს.

5

გზა მომავლისკენ

2016 წელს ჩემს სოფელში ინტერნეტი შემოვიდა და YouTube-თან წვდომა გაჩნდა. ინგლისური კარგად არ მესმოდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუყურებდი ინგლისურენოვან ვიდეოებს. მათემატიკა და ტექნიკური მეცნიერებები ხომ სიტყვებზე მეტად ლოგიკის ენაზე საუბრობს: თუ პროცესს ხვდები, თითოეული სიტყვის ცოდნა აღარ გჭირდება.

ამ გამოცდილებამ მიბიძგა, რომ ჯერ კიდევ მე-10 კლასში დამოუკიდებლად დამეწყო საგნების ინგლისურ ენაზე სწავლა. ამას მოჰყვა:

  1. 2016ინტერნეტი სოფელშიYouTube და პირველი ინგლისურენოვანი ვიდეოები
  2. მე-10 კლასიტექნიკური საგნები ინგლისურადდამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით
  3. ISETსწავლა ISET-შიეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, სადაც სწავლება ინგლისურად მიმდინარეობს
  4. მსოფლიოსაერთაშორისო პროექტები და კვლევებიErasmus+-ის გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა ქვეყანაში
  5. სამსახურიმუშაობის გამოცდილებაროგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში, უმეტესწილად ინგლისურ ენაზე
  6. 7+ წელიმრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკასკოლა, უნივერსიტეტი და კერძო რეპეტიტორობა
  7. 2026GurapaEduყველაფერი ერთ სივრცეში

ამ ორმა ენამ, ჩემმა წარსულმა გამოცდილებამ და გლობალურმა შესაძლებლობებმა ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნება. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩემი მთავარი მიზანი არის არა ცოდნა, როგორც საბოლოო შედეგი, არამედ ის საინტერესო, ჯანსაღი გამოწვევებით სავსე გზა, რომელსაც ყოველთვის მივყავართ უფრო საინტერესო შედეგამდე, ვიდრე პროცესის დასაწყისში ვისახავდით.

რატომ ?

GurapaEdu ჩემთვის ხიდია ფესვებსა და დიდ სამყაროს შორის. ეს გზა პატარა სოფელში, ინტერნეტის გარეშე დავიწყე და კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა სწავლა რთული, დამღლელი და შორეული გეჩვენება.

ამიტომ მინდა, რომ GurapaEdu იყოს ადგილი, სადაც ნებისმიერი მოსწავლე, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოაჩენს იმას, რაც ერთ დღეს მეც აღმოვაჩინე:

თურმე რა მარტივია სწავლა, თურმე რა საინტერესოა!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება -ში.

Lukasiლუკასი კალანდია-ს დამფუძნებელი
English text below ↓
English version

The art of learning

How a path that began in the village of Chogha became a philosophy of education

began years ago, when I taught my first private lesson. And if we go even deeper into the story, it began in Grade 10, when I first watched a video in English in which the author showed different ways to solve a maths problem.

Over the years, against the background of all that experience, clear reasons and goals slowly took shape, and in the end they pushed me to create a space of my own.

1

The same problem, again and again

In the seven years I have been teaching (at school, at university and as a private tutor), I kept noticing the same problem, and it showed up in almost every student:

  1. 1not knowing a topic in depth, and not wanting to
  2. 2not paying attention to details
  3. 3Most importantnot seeing the beauty and simplicity of learning itself

When someone cannot see how simple and elegant a subject is, learning becomes tiring and stressful. Because they did not understand the topic, they start to feel that they are not talented enough. In learning, this is a crushing and harmful feeling.

2

The process brings the result, not the other way round

My main goal is to create a space where the focus is not on the teacher or on simply "delivering" material, but on an environment where students discover for themselves how simple learning is.

Learning is not the finish line, Learning is the process itself.

It matters enormously that students feel this from an early age, so that the path of discovery and research becomes not only interesting for them, but a natural need. In today's world, it is almost impossible to get by without independent thinking and research skills. In an age of modern technology, artificial intelligence and new opportunities, it matters far more to be a learner, someone who loves learning and discovering, than to be "learned": equipped with fixed knowledge that, at the speed the world is changing today, can soon become useless or not enough.

Over the years I collected countless observations and a lot of material in different subjects, made for one-to-one lessons as well as for whole classes, for different age groups and for different goals. Until now, it was scattered. Today, in the age of artificial intelligence, bringing it together turned out to be easier than ever. It let me turn years of work into one finished project, and that makes me very happy. Along with the joy, of course, I also feel proud when I see everything that took years of work together in one place.

3

Two languages that changed my world

The name GurapaEdu became the symbol of all this. It joins two very important languages, next to Georgian, the language I first wrote this text in, which has a fundamental place in my life.

GurapaMegrelian

Roots and a way of thinking

"Gurapa" means learning, as a constant process, in Megrelian. I am proud to represent Samegrelo, a region in western Georgia with its own rich language, identity and culture.

It is not a language you learn only to communicate. Like every language, it is a way of thinking, and since childhood it has helped me see the world differently and judge events from different angles. Samegrelo and Megrelian are both my roots and the source of my earliest experiences, so in GurapaEdu, "Gurapa" means bringing back the original simplicity and beauty that always comes with learning.

EduEnglish

Vision and global opportunities

English is the tool that did more than let me become a teacher. Above all, it helped me discover myself and a real love of learning. I started learning, thinking and talking in Georgian, while English opened the way to materials that widened my horizons and taught me one very important thing: the world is very big and diverse, and the road of learning and discovery can be completely different and exciting. So this language was a real Big Bang for me: it let me into a world that, until then, I had only known through Georgian language.

4

Big Bang - From isolation to the big world

When I was a child at Chogha Public School, internet access was both hard to get and unfamiliar. Learning resources were very scarce, too: finding good learning material in Georgian, especially in maths, was very hard. The information vacuum and being cut off from the world created a heavy feeling of being locked in.

When you connect an old Pentium computer to Wi-Fi instead of a modem (slow, but fairly stable) and step into this big world for the first time, you suddenly realise how far ahead everything has moved, how much there is to discover and how much time you have lost. Realising this, and then letting go of that feeling, is a very big challenge.

ThenAlmost no resourcesNo internet, not enough material
NowAn ocean of resourcesThe new challenge is choosing well

Today there is a huge amount of learning material, and that brings a new challenge: making the right choice. When you face so many choices, the price of every wrong decision is lost time. That is why we have to be very careful about what we give our time to - our most important limited and non-renewable resource.

5

The road ahead

In 2016 the internet reached my village, and with it came YouTube. I did not understand English well, but I still loved watching videos in English. Maths and technical subjects speak the language of logic more than the language of words: once you follow the process, you do not need to know every word.

This pushed me, while still in Grade 10, to start learning subjects in English on my own. What followed:

  1. 2016The internet reaches the villageYouTube and my first videos in English
  2. Grade 10Subjects in EnglishOn my own, by my own choice
  3. ISETStudying at ISETThe International School of Economics, where teaching is in English
  4. The worldInternational projects and researchErasmus+ exchange programmes in different countries
  5. WorkWork experienceAt Georgian and international companies, mostly in English
  6. 7+ yearsYears of teachingSchool, university and private tutoring
  7. 2026GurapaEduEverything in one place

These two languages, my past experience and global opportunities shaped who I am. Thanks to them, my main goal today is not knowledge as an end point, but the journey itself: a road full of exciting challenges that always takes us further than we imagined when we set out.

Why ?

For me, GurapaEdu is a bridge between my roots and the big world. I started this road in a small village without internet, and I know well what it feels like when learning seems hard, tiring and far away.

That is why I want GurapaEdu to be a place where every student, wherever they live, discovers step by step what I once discovered:

Learning is actually simple, and it is actually fascinating!

Welcome to .

LukasiLukasi KalandiaFounder of